Sunday, October 28, 2012

შიდსი-- საუკუნის სენი


პროექტის სახელწოდება:      შიდსი-- საუკუნის სენი
პროექტის მთავარი იდეა( თემა):     მოსწავლეები გაეცნობიან შიდსის შესახებ მეტ ინფორმაციას.
პროექტის აქტუალობა : არის  გაურკვეველი საკითხები,რაღაც უცნობია(მაგ.უცნობია,იცის თუ არა ახალგაზრდობამ     რა  არის            
შიდსი,როგორ გადაეცემა შიდსი,როგორ დაიცვას  ადამიანმა   შიდსისგან თავი.
პროექტის მიზნები :მოსწავლეებმა გაათვითცნობიერონ შიდსის  ვირუსის  აგებულება  და  ის გზები რომლებითაც გადადის ეს დაავადება,  ასევე გზები რომლითაც შესაძლებელია მისი თავიდან აცილება. გამოვუმუშავოთ  ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, დახარისხებისა და ანალიზის უნარი.
მოსწავლეთა ასაკი 
15  წელი
ვადები/ ხანგრძლივობა :
7- სასწავლო დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას :
იციან  ზედაპირულად თუ საფუძვლიანად შიდსის ვირუსის აგებულების,გავრცელების გზები( რომლითაც შესაძლებელია გადავიდეს) ეს დაავადება, რა არის დაავადების სიმპტომები  და პრევენცია როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებისაგან.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ბიოლოგიის  სახელმძღვანელოები -VII, VIII,IX, X კლასების. ფოტოაპარატი, პროექტორი, დამხმარე  სახელმძღვანელოები, ენციკლოპედიები,  ინტერნეტიდან მოძიებული მასალები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1-მოსწავლეთა 3 ჯგუფის შექმნა.
I-ჯგუფს მიეცა დავალებად მოიძიონ ინფორმაციები, ვირუსის შტამის აგებულების შესახებ.ახარისხებს მოპოვებულ მასალებს და ამზადებს  პრეზენტაციას თემაზე:’’აივ ინფექციის გამომწვევის ,კლინიკური გამოვლინებების და კლასიფიკაციის შესახებ.
II-ჯგუფი ამუშავებს კითხვარებს სოციოლოგიური კვლევისათვის აჯამებენ მონაცემებს, გადააქვთ დიაგრამებში . ახდენენ მიღებული შედეგების ანალიზს და  გამოაქვთ დასკვნები. ამზადებენ  პრეზენტაციას თემაზე:’’შიდსის სოციალური ასპექტები’’.
III -ჯგუფი   -  ამზადებს ვირუსის ფოტოებს, სლაიდებს ან ფოტოკოლაჯს შიდსის თემაზე , ამზადებს პოსტერებს ან ნახატებს და ემზადება ‘’პოსტერული ‘’პრეზენტაციისთვის.
ჯგუფები მუშაობენ მასწავლებლის მეთვალყურეობით და გარკვეულ შემთხვევაში დახმარებას უწევს  მათ.
შეფასება ხდება შეფასების კრიტერიუმებით რომელიც თან ერთვის.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ–სთან კავშირი :
მათემატიკა , სამოქალაქო განათლება, ისტი,საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
ბიოლ. X  
·         ახდენს  ვირუსებისა და სხვა  მიკროორგანიზმების კლასიფიცირებას, ასახელებს მათ მიერ გამოწვეულ ზოგიერთ დაავადებას და მსჯელობს ამ დაავადების  გავრცელების გზებზე.
·         მოიპოვებს ინფორმაციას ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით  (აივ ) დაინფიცირებულ პირებში სხვადასხვა  დაავადების მიმდინარეობის შესახებ.
·         ადგენს კითხვარს და ატარებს სოციალურ კვლევას შიდსის და მისი გავრცელების შესახებ.
·         მსჯელობს გარკვეული დაავადებისაგან ორგანიზმის  თავდაცვის  უნარზე და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე.

    პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი) : ია გიგუაშვილი
   ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  ia.giguashvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი :iagiguashvili.blogspot.com

Saturday, October 27, 2012

ია გიგუაშვილი

ავტობიოგრაფია

მე ,  ია   გიგუაშვილი, დავიბადე ქარელის რაიონის სოფ. ძლევიჯვარში  1973 წლის 7 ნოემბერს. დავამთავრე საშუალო სკოლა . იმავე წელს ჩავაბარე გორის პედაგოგიურ
ინსტიტუტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ქიმია- ბიოლოგიის სპეციალობაზე.
დავამთავრე წარჩინებით. 2002 წლიდან ვმუშაობ ძლევიჯვარის საჯარო სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად.